1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

✔️აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომელიც დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ გახსნეს.

✔️,,არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, აღნიშნული ჯგუფი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში. ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა და შესაბამისი რეაგირება.’’-განაცხადა მინისტრმა.

✔️შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შტაბი მუშაობას დღეიდან დაიწყებს და 1 თებერვლამდე გააგრძელდება. იმუშავებს ცხელი ხაზიც 1501 ან 0422 27-64- 65 სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. 25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

✔️მიმდინარე წელს არასტანდარტულ მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს ,,TCF GEORGIA’’ და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ განახორციელებს. TCF GEORGIA’’ 3000 ათას ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავს, რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ს შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. საექსპორტო მანდარინს ამზადებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, რომელთაც 30 000 ტონაზე მეტის მიღება-დახარისხება შეუძლია. წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსავალი 60 ათას ტონამდე იქნება.

✔️შტაბის გახსნას აგროსერვის ცენტრის , სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ.