1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

“მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა”

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა” ქვეპროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებზე ამანათ-ნაყარის გაცემა დაიწყო. ფერმერებზე ამანათ-ნაყარის გაცემას დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე დაესწრო. 
აგროსერვის ცენტრი 240 ფერმერზე ჯამში 1200 ამანათ-ნაყარს გასცემს. ბენეფიციართა შერჩევა ქვეპროგრამის ფარგლებში შექმინილი კომიის წევრების მიერ განხორციელდა. კომისიის წევრები არიან აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მეფუტკრე ფერმერები, რომლებიც ქვერპროგრამის პირობებს აკმაყოფილებენ მიიღებენ არნაკლებ 5 ფუტრკის ოჯახს. ფერმერებმა თავად შეარჩიეს ფუტკრის ოჯახის მომწოდებლები და უზრუნველყოფენ ფუტკრის ოჯახების უსაფრთხოდ ტრანსპროტირებას. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა” ქვეპროგრამას მირზა სუქნიშვილი ხემძღვანელობს.