1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ერევანში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტის დახურვა გაიმართა

  1. სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევანში ცხოველთა ჯამრთელობის დაცვის პროექტის საზეიმო დახურვა გაიმართა. პროექტის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ  სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტიგრან გაბრიელიანი, CARD ცენტრის ხემძღვანელი გაგიკ სარდარიანი, აჭარის  ა.რ.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და აგრარული ექსტენციის მიწოდების ქვეპროგრამის ხემძღვანელი მირზა სუქნიშვილი.
  2. საქართველოში ცხოველთა ჯამრთელობის დაცვის პროექტი ავსტრიის სააგენტოს დაფინანსებით და ქარდ ცენტრის დახმარებით განხორციელდა. გრანტის საერთო ღირებულებამ 144 000 ევრო შეადგინა. პროექტი 2016 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1თებერვლის ჩათვლით განხორცილდა.
  3. პროგრამა მოიცავდა შემდეგ კომპონენტებს:
    • კაპიტალური ინვესტირება.
    • ტექნიკური დახმარება .
    • ვეტერინარების კვალიფიკაციის ამაღლება.
       
  4. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა:
    • ვეტერინარული კლინიკების მშენებლობა და აღჭურვა.
    • საძოვრების უპირატესობის დემონანსტრაცია საკვების ვარიაციულობასთან დაკავშირებით.
    • ფურებისა და ხბოების კვების უპირატესობის დემონსტრირება.
    • პირუტყვის კომფორტი.
    • ადრეული მაკეობის დადგენა.

 

  1. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა  6 ვეტერინარის გადამზადება სომხეთის რესპუბლიკაში. 2 ვეტერინარი მივლინებულ იქნა  ავსტრიის რესპუბლიკაში. ერთმა სტუდენტმა გაიარა ფასიანი სტაჟირება.