1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს ეწვია

აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)აპ აგროსერვის ცენტრში, სანერგე მეურნეობის თანამაშრომლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე. მინისტრი თანამშრომლების საქმიანობას გაეცნო .

შეხვედრის შემდეგ ტიტე აროშიძემ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, აგროსერვის ცენტრის  ღვინის სახლი, აბრეშუმის ძაფის საწარმოო ადგილი და  ვეტერინარული კლინიკა დაათვალიერა. 

ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრალავფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული. იქვე მოწყობილ სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. სახლის საგამოფენო სივრცეში კი ღვინოსთან ერთად სტუმრებს საქართველოში წარმოებული პროდუქტები და სუვენირების დათვალიერება-შეძენა შეუძლიათ.   ვეტერინარული 

კლინიკა 60კვ-მ-ია და მასში განთავსებულია ლაბორატორია, აფთიაქი, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების - მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდა. 

 სანერგე მეურნეობაში 11 სასუფრე ჯიშის ვაზია განთავსებული. შემოდგომაზე გვარა-ხუცუბნის სანერგეში  საღვინე ჯიშის ყურძნის აღება დაიწყება. სულ სანერგეში 19 საღვინე ჯიშის ვაზია გაშენებული. ხეხილის სანერგე მეურნეობაში 4,5 ჰა-ზე განთავსებულია სხვადახვა მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურები.