1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

9 - 10 ივნისს, ქალაქ ბათუმში ევროპის მოედანზე აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

  აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი  აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავს. ღონისძიება ევროპის მოედანზე  მიმდინარე წლის ბოლომდე 12 ჯერ (თანმიმდევრულად 2 კალენდარული დღე, შაბათი-კვირა) გაიმართება .ეს არის უნიკალური შანსი ქართული ნატურალური პროდუქციის პოპულარიზაციის, თვალსაჩინოდ წარმოჩენის და რეალიზაციისთვის . როგორც ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეების ასევე უცხოელ სტუმრებს   შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ფერმერებისგან  შეიძინონ  ნატურალური პროდუქტი ,რომლებიც  აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან  სპეციალურად გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაზე ჩამობრძანდებიან.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება :  

  რძის პროდუქცია ( რძე,კარაქი, ნადუღი, ყურუთი) თაფლი, ( აჭარის რეგიონში წარმოებული საუკეთესო ხარისხის თაფლის პროდუქცია ) არაყი, ღვინო, ბოსტნეული, ხილი, ჯემები, წვენები, ხორც პროდუქცია . გამოფენაზე-გაყიდვაზე იქნებიან ფერმერები, რომლებიც არიან დაკავებული მეფრინველეობით ( მწყერი, ქათამი ), მეთევზეობით.

 ღონისძიების  მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია  CENN და CARITAS. ორგანიზაციები ფერმერებს გამოფენა-გაყიდვისთვის საჭირო ნივთების შეძენაში, პროდუქციის დაბრენდვაში,  ეტიკეტის  და სავიზიტო ბარათების დამზადებაში დაეხმარებიან.