1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში სანერგე მეურნეობის მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა.

 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის თანამშრომლები თამარ ჯინჯიხიძე(სამსახურის კოორდინატორი) და ირინა თვაური (სპეციალისტი) იმყოფებოდნენ. სარგავი მასალების სერტიფიცირების ნებაყოფლობითი სისტემის ჩამოყალიბების ფარგლებში კვალიფიციურობის დადგენის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე გვარა-ხუცუბნისა და ჩაქვის  სანერგე მეურნეობებში განხორციელდა სანერგე მეურნეობის მდგომარეობის შესწავლა. გვარა-ხუცუბანში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა დაათვალიერეს ხეხილის, კენკროვანი და ვაზის კულტურების სანერგე მეურნეობა,ხოლო ჩაქვში ციტრუსოვანი კულტურების სანერგე მეურნეობა. აღწერილი იქნა სადედე მცენარეების რაოდენობა ჯიშების მითითებით.სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს სანეერგებში არსებული თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგია.