1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგრარული კომისიის გასვლითი სხდომა

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა. აღნიშნულ სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, დეპუტატები ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე დაესწრნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და ა(ა) აპ აგროსერვის ცენტრის დორექტორი გოჩა ბერიძე.

უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ 2018 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2018 წლის პროგრამები: აგროსერვისის განვითარება რეგიონში, მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა, აგრარული ექსტენციისა და პრაქტიკული სერვისების მიწოდება, აგროწარმოების ხელშემწყობი ღონისძიებები, მსხვილფერხა პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა. რომელიც მოიცავს 7 ქვეპროგრამას.

აღნიშნული პროგრამების მიზანია ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი-ს ადმინისტრაციული აპარატის მოქნილი, მაღალეფექტური და კოორდინირებული მართვის სისტემის უზრუნველყოფა; სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შრომის ნაყოფიერების ამაღლება და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი -ს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. მაღალტექნოლოგიური სადემონსტრაციო ბაღების მოწყობა, ტექნოლოგიურად აღჭურვილი სანერგე-სასათბურე მეურნეობების ჩამოყალიბება, მაღალპროდუქტიული მეცხოველეობა, აგრარულ ინოვაციებს დაუფლებული ფერმერები და აგროსპეციალისტები."

2018 წლის ბროგრამული ბიუჯეტი განისაზღვრა 4 488 650 ლარით.