1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროტური პროექტ პროფესიული განათლების მასწავლებელთა და ექსტენციის მუშაკთა ქსელის შექმნის ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით გაცვლითი პროგრამებით ფარგლებში

პროფესიული განათლების მასწავლებელთა და ექსტენციის მუშაკთა ქსელის შექმნის ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით გაცვლითი პროგრამებით პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში სამეგრელოს, სვანეთის, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს აგრო ტური ჩაუტარდათ. დელეგაციას მასპინძლობა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ გაუწია, სადაც სტუმრებს გააცნო აგროსერვის ცენტრის საქმიანობა, ახალი გამოწვევები და ისაუბრა ორგანიზაციის მიღწევებზე .
აგროსერვის ცენტრი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მასში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ემსახურება. ამ მიზნით ორგანიზაციაში მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ხილის შრობა-გადამუშებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები.
სტუმრებმს ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში გაშენებული 32 ჯიშის ვაზი და სხვადასხვა ხეხილის სანერგე მეურნეობა, ვეტერინარული კლინიკა, მარწყვის სათბურები და ღვინის სახლი დაათვალიერეს.