1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმში რიგით მესამე თაფლის ფესტივალი ჩატარდა

ბათუმის ბულვარის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი ჩატარდა, სადაც თაფლი და თაფლის პროდუქცია ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენელმა მეფუტკრეებმა წარმოადგინეს. ფესტივალი 12 აგვისტოს, 16საათიდან ღამის 10:00 საათამდე გაგრძელდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 40-მდე მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან. ვიზიტორებს სხვადასხვა თაფლის სახეობის დაგემოვნება და ადგილზე შეძენა შეეძლოთ. ფესტივალზე მისულ სტუმარს ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ამსახველი პროცესის ნახვა შეეძლოთ და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენის საშუალება ჰქონდა. ბავშვებისთვის მოწყობილი იყო კუთხე, სადაც მეფუტკრეობისა და თაფლის თემაზე ბავშვები ნახატებს ქმნიდნენ, ხოლო ანიმატორები დამსწრე საზოგადოებას ართობდა, თაფლის ფესტივალზე ქედის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ელესამ“ ტრადიციული ქართული სიმღერები შეასრულა, ასევე სტუმრების წინაშე წარსდგნენ ჯგუფი მელომანიაკი და ფოლკლორული ჯგუფი "ბათუმი". ფესტივალი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. მონაწილეებს კი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ფესტივალს აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე სტუმრობდა ოჯახთან ერთად. თაფლის ფესტივალი პირველად 2015 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რაც მიზნად ისახავდა აჭარის როგორც მეფუტკრეობის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონის წარმოჩენასა და ადგილობრივი უნიკალური თაფლისა და თაფლის პროდუქციის პოპულარიზაციას. ფესტივალის წარმატებამ უზრუნველყო 2016 წელს აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩართვა, რომელიც წელს უკვე ფესტივალის მთავარი ორგანიზატორია, აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად. ფესტივალის ბიუჯეტი 24,999 ლარია და გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იბერია ივენთგრუპი“ ახორციელებს. ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის ა.რ მთავრობა, აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა, სსიპ ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, სსიპ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, სსიპ პროფესიული კოლეჯი ბლექსი, საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.