1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

რეგიონში ექსტენციის პროგრამის განხორციელება გრძელდება

დღეს, ბუკნარში ჩატარდა ექსტენცია სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლა -მოყვანის შესახებ.  ექსტენციის სისტემის განვითარების მიდგომა ითვალისწინებს ფერმერულ მეურნეობებში, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის, მომგებიანობისა და კონკურენტუნარიანიანობის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას.  

პროგრამის მიზანია: ექსტენცია საველე პირობებში, რომელიც მოიცავს ტრენინგებს, მცენარეთა დაცვის კუთხით. 4 თვის განმავლობაში, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, კარტოფილის, ერთწლიანი კულტურების, ციტრუსის, თხილის, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურებისა და ვაზის მწარმოებელ ფერმერებს და აგრომეწარმეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება. პროგრამის ფარგლებში ფერმერები და აგრომეწარმეები გადამზადდება.

სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია  წარმოადგენს არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც მოიცავს ფერმერთათვის შესაბამისი კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამიზნულია მათი წარმოების, მოცულობისა და კონკურენტუნარიანობის, ასევე მათი ცხოვრების საერთო დონის ამაღლებისთვის. ფერმერული მეურნეობის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნასთან და ხელმისაწვდომობასთან. აჭარის რეგიონის აგრარული სპეციფიკის გათვალისწინებით (ნიადაგის და ბუნებრივ კლიმატური პირობები), ასევე იმპორტირებულ პროდუქტებთან დაბალი კონკურენტუნარიანობის პირობებში, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიწოდებას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება. 

 პროექტს, ტენტერში გამარჯვებული ა(ა)იპ ასოციაცია შავი ზღვის ეკო-აკადემიის მიერ ხორციელდება.