1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგრო-ტური

  ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლევან ბოლქვაძე, და სტაჟიორები აგრო-ტურის ფარგლებში სოფელ მარნეულის ჩინურ სათბურებს ესტუმრნენ სადაც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე არსებული მზის სათბურები, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები მოინახულეს. კომპლექსი ჯამში 7 დიდ და 25 პატარა სათბურს აერთიანებს. აგროტურის ფარგლებში სტუმრებმა გარდაბნის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აჭღურვილი სათბურებიც დაათვალიერეს.