1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

2013 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა...

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის და ბათუ­მის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაი­მარ­თა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს  2013 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველო­ბის წარმომადგენ­ლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან  რეკომენდა­ციების და შენიშვნების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დეპარტამენტის თავმ­ჯდომარე­ები, ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრი”-ს ხელმძღვანელობა, შ. რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და საინ­ჟინ­რო-ტექნო­ლოგიების  ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრაზე განხილული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი.  რომელიც  12 მილიონ 756 ათას 34 ლარით განისაზღვრა. 4-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტით სამინისტრო მომავალ წელს 20 პროგრამის დაფინანსებას გეგმავს.