1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარაში აზიური ფაროსანას წამლობითი ღონისძიებები დაიწყო

 აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ, ბრიფინგი გამართა და აზიური ფაროსანას წამლობითი ღონისძიებების დეტალებზე ისაუბრა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად რეგიონში ფაროსანას წინააღმდეგ წამლობით ღონისძიებებს იწყებს. სახელმწიფოს მიერ უფასოდ შეიწამლება 3750 ჰექტარი. 
ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალი ქობულეთის მუნიციპალიტეტია. შეწამვლითი სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტში ივნისის ბოლოს დაიწყება და ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სამუშაოებს შპს „მექანიზატორი“ განახორციელებს.
2016 წლის სეზონზე მწერმა დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ანადგურებს და მათ ხარისხს ამცირებს.