1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)აპ აგროსერვის ცენტრმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

დღეს, სასტუმრო შერატონში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა "EXPO BATUMI 2017" გაიხსნა. გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა ცეზარ ფშიბილსკიმ, ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა და აზერბაიჯანის კონსულმა ბათუმში რაშად ისმაილოვმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა წარმოდგინა სანერგე მეურნეობის ნაწარმი და მოხდა ქობულეთის ღვინის სახლში დაწურული ღვინის დეგუსტაცია. გამოფენაში, ასევე მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიები.

"EXPO BATUMI 2017“-სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე დაგეგმილია კონფერენციის მონაწილეთა მიერ მომზადებული სარეკლამო, საინფორმაციო ტურებისა და პრეზენტაციების გამართვა. საერთაშორისო გამოფენის "EXPO BATUMI 2017" მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.