1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საქონლის კომბინირებული საკვების გადაცემა ფერმერებისათვის

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტის ფარგლებში“ ქობულეთის, ხელვაჩაურის და შუახევის მუნიციპალიტეტებში შერჩეული 5 ფერმერიდან ერთ-ერთს, ცოტნე დარჩიძეს, საკუთრებაში არსებული პირუტყვის გამოკვებისთვის კომბინირებული საკვები და ლოკი ბლოკი (ვიტამინიზირებული და იოდიზირებული პირუტყვის სალოკი მარილი) გადასცა. 
პროგრამის მიზანია ფერმერებს ვაჩვენოთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პირუტყვთა სრულფასოვან და სწორ კვებას, რომლის შედეგადაც წველადობა იზრდება 34%მდე, ხოლო რძის ცხიმიანობა 37%მდე გაუმჯობესდება. 
პროექტის ფარგლებში დღეს პირველი საკონტროლო წველა ჩატარდა, რომელიც გაგრძელდება პერიოდულად. პროგრამის ფარგლებში გაცემული საკვებით სწორი კვების პირობებში გამოვლინდება თუ რამდენად გაიზარდა პროდუქტიულობის დონე. აღნიშნული პროექტი 6 თვეს მოიცავს. 
ფერმერებზე კომბინირებული საკვების და ლოკი ბლოკის გადაცემას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ.