1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში“ დაფინანსებული ავსტრიის განვითარების ფონდის მიერ და განხორციელებული ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრისა და სომხური კომპანია CARD-ის მიერ ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ექსტენციის სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერინარები. ვიზიტის მიზანი მეცხოველეობის კუთხით სომხეთის გამოცდილების შესწავლა და გამოცდილებების გაზიარება იყო.

პროგრამაში  მონაწილე ვეტერინარებმა კვალიფიკაციური ექსპერტებისგან პირუტყვის გამოზრდა-მოვლა-შენახვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია და დაათვალიერეს ადგილობრივი ფერმები, ვეტ კლინიკები და სერვის ცენტრები.
პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო ქობულეთსა და ხულოში ვეტერინარული კლინიკების მშენებლობა, ხბოების ცივი მეთოდით გამოზრდა, სულ მალე შერჩეულ ფერმერებს გადაეცემათ პირუტყვის სადგომი გალიები, სამყურას თესლი, ვეტერინარები მაკეობის დადგენას სპეციალური მაკეობის დადგენის ტესტით შეძლებენ. პროგრამა 2018 წლამდე გრძელდება. ამავე პროგრამის ფარგლებში, კვალიფიციური ექსპერტები ტექნიკურ დახმარებას უწევენ და თანამედროვე ტექნოლოგიებს აცნობენ ქართველ ფერმერებსა და ვეტერინარებს.

ვიზიტის ფარგლებში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორს, სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდა, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს ადგილობრივი გამოცდილებები გაუზიარეს.