განცხადება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, პროექტის N8277-00 /2015 „ცხოველთა ჯანმრთელობის მართვა
სომხეთსა და საქართველოში - მეორე ფაზის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, იწვევს აჭარის ა.რ ფერმერებს, მონაწილეობა მიიღონ პილოტურ დემო პროექტებში შემდეგ თემებზე:
1. ფერმის ცხოველების კვება
2. ფერმის ცხოველთა მოვლა-პატრონობა
3. ახალი ჯიშების საკვები კულტურების გამოყვანა

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ ფერმერებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის განაცხადის  წარდგენისას აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

მეწველი ფური:
ა) ცხოველთა სადგომში დაცული უნდა იყოს ზოოჰიგიენური ნორმები;
ფერმერს მფლობელობაში არსებული პირუტყვის სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს: 1სულ ფურზე დაბმული შენახვის დროს უნდა იყოს  არანაკლებ 1,7 კვ/მ. დაუბმელი შენახვის დროს ფურზე 4-5 კვ/მ.)

·        ცხოველთა სადგომში აუცილებელია სასმელი წყალი.

·       პირუტყვის სადგომი უნდა იყოს სტანდარტების შესაბამისად ბუნებრივად განათებული.

·       სადგომს აუცილებელია ჰქონდეს ვენტილაცია.

ბ) ფერმერმა უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულება ვეტერინართან.
გ) ფერმერმა უნდა წარმოადგინოს ცნობა დასაკვირვებელი ფურის გამოკვლევის შესახებ:

·          ბრუცელიოზზე,

·          ტუბერკულიოზზე,

·         ტრიქომონოზზე,

·         ჰელმინთებზე,

·          ვიბრიოზზე.

დ) ფურის  ლაქტაციის პერიოდი უნდა იყოს მოგებიდან 30-205 დღე.
ხბოს  ინდივიდუალური გალია:
ა) ხბო უნდა იყოს ახალშობილი;
ბ) ფერმერმა უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულება ვეტერინართან;
გ) ვეტერინარის დასკვნა ხბობს ჯამრთელობის შესახებ;
სამყურას თესვა:
ა) ტერიტორია უნდა იყოს შეღობილი;
ბ) ტერიტორიაზე აუცილებელია სარწყავის წყლის არსებობა;
პროგრამაში მონაწილეობაზე ფერმერი განცხადებით მომართავს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს. ფერმერის მიერ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მის მფლობეობაში არსებული პირუტყვის რაოდენობა , ჯიში, წონა და ასაკი.
ხბოს გალიების მოთხოვნის შემთხვევაში ჯიში, წონა და ასაკი.
სამყურას გამოთესვის შემთხვევაში შესაბამისი მიწის ნაკვეთის ფლობის საბუთი.
განცხადებები მიიღება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში, ბათუმი, გოგებაშვილის ქ#46ა ან ელ. ფოსტით agroservice.centre@yahoo.com, ტელ. : 995 577 908 003.
განაცხადები მიიღება 2017 წლის 6დან-25 მარტამდე