1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ტრეინინგი ვაზის გასხვლა-ფორმირებაზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ოფისში,თეიმურაზ გორგილაძემ ტრეინინგი ჩაატარა ვაზის გასხვლა ფორმირებაზე.

ცნობილია, რომ გაუსხლავად ნაზარდ ვაზს ბევრი და გრძელი რქა უვითარდება, ახასიათებს არათანაბარი მოსავალი, დაბალი სიმწიფე, ნაკლები სიტკბო და მეტი მჟავიანობა; მარცვალი წვრილი და უხარისხოა. გასხვლით ეს უარყოფითი მხარეები დადებითად იცვლება.