1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში ხეხილის გასხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით ტრეინინგი ჩატარდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, მეხილეობა - მევენახეობის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ზვიად ბობოქაშვილი აგროსერვისცენტრის  გვარა - ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას  სტუმრობდა. ბობოქაშვილი სანერგეებში მიმდინარე სამუშაოებს  გაეცნო და  აგრონომებსა და ფერმერებს შეხვდა, რომლებსაც  ხეხილის ბაღებში გასხვლა - ფორმირების შესახებ ჩაუტარა პრაქტიკული და თეორიული სწავლება. ტრეინინგს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე და მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ესწრებოდა.

ზვიად ბობოქაშვილმა აგროსერვისცენტრის საქმიანობა  დადებითად შეაფასა.