1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობის საქმიანობის ანგარიში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას სანერგე მეურნეობის საქმიანობის ანგარიში აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ ჩაიბარა. შეხვედრაზე აგროსერვის ცენტრის გვარას სანერგე მეურნეობის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრეს სამსახურის წარმომადგენლებმა. აქცენტი გაკეთდა სანერგეს სამომავლო გეგმებსა და მატერიალურ-ტექნიკურ საჭიროებებზე.