1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ჰოლანდიელი ღვინის ექსპერტი აჭარაში

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის და კოოპერატივი საწურის ორგანიზებით PUM-ის პროექტის ფარგლებში აჭარას ჰოლანდიელი ღვნის ტექნოლოგი გერჰარდ ჰორსტინკი ეწვია. მისი სურვილი იყო, ენახა ღვინის სამშობლო - საქართველო. ვიზიტის ფარგლებში გერჰარდ ჰორსტინგმა მოიარა და შეისწავლა აჭარის კუთხე, სადაც ვაზის განსხვავებული ჯიშებია გავრცელებული და დაათვალიერა სხვადასხვა ტიპის მარნები. 
პროექტის მიზანია ქართველ მეღვინეებს და ღვინის გზის გიდებს გაუზიაროს თანამედროვე ღვინის წარმოების გამოცდილება, მარკეტინგული გავრცელების სტრატეგიები, ასევე ტურისტებისათვის ღვინის წარდგენის საიდუმლოებები. 
პროექტის ფარგლებში ჰოლანდიელმა ექსპერტმა ტრეინინგი ჩაუტარა ღვინის მწარმოებლებს. შეადარა ადგილობრივი ღვინის ტრადიციული და თანამედროვე წესით წარმოება ევროპულ სტანდარტებს და მეღვინეებს მისცა რეკომენდაციები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გიდების ტრეინგი, ვიზიტი 20 ოქტომბერს დასრულდება.