1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ღვინის კვირეული

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ქართული ღვინის დღე აღინიშნება. ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონების მასშტაბით არაერთი ღონისძიება გაიმართა. 1 ოქტომბერს, ქართული ღვინის კვირეულის აღსანიშნავად,  ქობულეთის ღვინის სახლში სახალხო ზეიმი - ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღვინის ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ აჭარის, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ქ. ბათუმში აზრბარჯანის, სომხეთის და თურქეთის კონსულებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა, სტუდენტებმა, მოსწავლეებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა ყურძნის დაკრეფითა და დაწურვით გახსნეს. ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, პრეზენტაციები და კინოჩვენება მოეწყო, ჩატარდა ჭაჭის გამოხდის, ჩურჩხელის ამოვლების და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები.
 ღონისძიებაზე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ქმნიდენ ფოლკლორული ანსამბლები, მომღერალი მეგი გოგიტიძე, პიანისტი ლადო ყატაშვილი, ქორეგრაფიული ანსამბლი მხედრული, პოეტი ვახტან გლონტი, საღამო მიყავდა პოეტ გენრი დოლიძეს. ღონიძიების დასასრულს კი მინისტრმა წარმატებულ მეღვინეებს სიგელები გადასცა.