1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს ელექტრონული მიკროსკოპები გადაეცა

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს და აგრონომებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ახალი მიკროსკოპის შესახებ ისაუბრა, რომელის მეშვეობითაც მცენარეებში მავნებელი დაავადებების აღმოჩენა ადრეულ ფაზაში ხდება.

აღნიშნული ტექნიკა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს გადაეცა, რომელიც ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა 7 მაღალტექნოლოგიური მიკროსკოპული ხელსაწყო მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში პროექტის ფარგლებში შეიძინა. დღესვე, ასევე, გაიმართა ელექტრონული მიკროსკოპების სარგებლობისა და მოხმარების წესების შესახებ სატრეინინგო კურსი.