1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ინფო ტური

ღვინის სახლის სერვისების გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ტურისტული სააგენტოებისა და გიდებისათვის ტურისტულ ობიექტზე ინფოტური მოეწყო. 

ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრალავფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული. ღვინის სახლის სერვისებში არის ტური ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში, ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია და შეძენა, სტუმრებს საშუალება აქვთ  მონაწილეობა მიიღონ ყოველდღიურ აგრო სამუშაოებში და შეიძნონ/დააგემოვნონ არსებული პროდუქტი, ყოველწლიურად მოეწყობა სხვადასხვა ფესტივალები.