ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის 2016 წლის 8 თვის საქმიანობის ანგარიში

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში 8 თვის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე აგროსერვის ცენტრის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს აგროსერვის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებმა. პრეზენტაცია აგროსერვის ცენტრის ინსტიტუციური სტრუქტურისა და საქმიანობის დეტალურ ანალიზს, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარების საკითხებს და მიღწეულ შედეგების ანალიზს მოიცავდა.

პრეზენტაციას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ესწრებოდნენ.