პოლონეთის რესპუბლიკის მალოპოლსკას დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აგროსერვის ცენტრში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს პოლონეთის რესპუბლიკის მალოპოლსკას დელეგაცია ეწვია, პოლონეთის დელეგაციას ვოიცეხ კოზაკი - მალოპოლსკას რეგიონის ვიცე მარშალი ​ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ჟორჟ ლიპიეცი - მალოპოლსკას რეგიონის საბჭოს წევრი; კაზიმერჟ ბარჩუკი - რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ჟორჟ ბიდრონი - მალოპოლსკას რეგიონის დეპუტატი; ვიტოლდ კოჩანი - საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მალოპოლსკას რეგიონის მარშალის ოფისი;  კატარინა ფურმანიკი - საერთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი, მალოპოლსკას რეგიონის მარშალის ოფისი; მარია კურეკი - ჟორჟ ლიპიეცის თანაშემწე.​ წარმომადგენლები. დელეგაციას მასპინძლობდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე. მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა აგრარულ დარგში არსებული მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე მოინახულეს მაღალტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა.