1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის დირექტორსა და LIDER-ის კომპანიის გენერალურ დირექტორს შორის შეხვედრა გაიმართა

დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში LIDER-ის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს კირიაკ კირიაკოვსა და აგროსერვის ცენტრის დირექტორ გოჩა ბერიძეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი აგროსერვის ცენტრსა და LIDER-ის ორგანიზაციას შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმების დასახვა იყო.  ორგანიზაცია LIDER-ი აგრომეწარმეებს და სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, საბერძნეთში  გაცვლითი პროგრამებით წავიდნენ და ადგილზე გაეცნონ კომპანიის მიერ გამოყვანილი სხვადასხვა ხეხილის ჯიშების მოყვანის მეთოდებს, ტელქნოლოგიებს, მათი შენახვის პირობებს და ა.შ. ასევე აგროსერვის ცენტრის ბაზაზე ახალი ხეხილის ჯიშების შემოტანა და გამოცდა დაიგეგმა.