პრეზენტაცია თხილის ნაყოფის ახალი ტექნოლოგიური რეგლამენტის შესახებ.

დღეს, ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის სადემონსტრაციო სანერგეში ჩატარდა პრეზენტაცია თხილის ნაყოფის ახალი ტექნოლოგიური რეგლამენტის შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ, მოწვეული ფერმერები, რეალიზატორები და თხილის ბიზნესით დაკავებული სხვა დაინტერესებული პირები.

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის  სპეციალისტებმა დამსწრე პირებს დეტალურად გააცვნეს გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) და გატეხილი თხილის გულის მიღების, შენახვისა და რეალიზაციის ახალი ტექნიკური რეგლამენტის პირობები და უპასუხეს სტუმართა შეკითხვებს.