აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობებში გამოყვანილი ვაზის ნერგების გაყიდვა დაიწყო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობებში გამოყვანილი ვაზის ნერგების გაყიდვა დაიწყო. ამ ეტაპზე გასაყიდად წარმოდგენილია საღვინე ჯიშები-ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ჩხავერი, ოჯალეში და სასუფრე ჯიშები-პრიმა, იტალია, კარდინალი და სულთანინის ნერგები. აღნიშნული ჯიშები კარგად შეეგუვნენ ადგილობრივ კლიმატურ პიროებებსა და უხვმსხმოიარობით გამოირჩევიან.  ვაზის ნერგების ფასები 2-2,5 ლარამდე მერყეობს. შეძენის მსურველებმა უნდა მიმართონ აგროსერვის ცენტრს ბათუმში, გოგებაშვილის 46ა -ში ან დაუკავშირდნენ მარკეტინგის სპეციალისტს ნომერზე 599898970