აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს, ქუთაისისა და დიდი ჯიხაისის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები სტუმრობდნენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, დიდი ჯიხაისისა და ქუთაისის პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა მოინახულეს. ისინი აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცვნენ.

აგროსერვის ცენტრი ერთადერთი არაკომერციული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მასში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ემსახურება. ამ მიზნით ორგანიზაციაში მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ხილის შრობა-გადამუშებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები.

 სტუდენტებმა ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში გაშენებული 32 ჯიშის ვაზი და სხვადასხვა ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. აგროსერვის ცენტრში სტუდენტებმა ღვინის სახლიც მოინახულეს.

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ექსტენციის სამსახურის უფროსი მირზა სუქნიშვილი.