ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ღვინის სახლს, ღვინის ფესტივალის სადეგუსტაციო კომისია ეწვია

ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრის მიერ ორგანიზებული ფესტივალის ფარგლებში, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ღვინის სახლს, ღვინის ფესტივალის სადეგუსტაციო კომისია ეწვია. შეხვედრა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის გოჩა ბერიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილობრივი წარმოების ღვინო, დაათვალერეს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი და ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობა. ოჯახურ გარემოში დამზადებული ღვინის ფესტივალი უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ფესტივალის მიზანია რეგიონში მეღვინეობის განვითარება და სხვადასხვა სახეობის ღვინის პოპულარიზაცია.