ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული კივის, ფეიჰოას, მოცვის და სხვა კენკროვნების ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა- მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის ოპტიმალური წესების დადგენის შესახებ

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი, გოჩა ბერიძე, დაესწრო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ალეკო კალანდიას ხელმძღვანელობით ორგანიზებულ  პრეზენტაციას, რომელიც ეხებოდა საგრანტო პროექტის  “დასავლეთ საქართველოში გავრცელებული კივის, ფეიჰოას, მოცვის და სხვა  კენკროვნების ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა- მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის ოპტიმალური წესების დადგენას”. პრეზენტაციის შემდგომ სტუმრებმა ლაბორატორია მოინახულეს, სადაც წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტში განთავსებული თანამედროვე ტექნიკური საშუალებები.