1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში თანამშრომლებმა ბზობის დღესასწაული ბზების დარგვით აღნიშნეს

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებმა, ოჯახებთან ერთად, ბზობის დღესასწაული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ბზების დარგვით აღნიშნეს. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბავშვებიც, რომლებიც დიდი მონდომებით რგავდნენ ბზის ნერგებს. აქციის ფარგლებში დაირგო 100 ნერგი კოლხური ბზა, რომელიც გადაშენების პირას დგას.  ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ინიციატივით ხდება მისი გაშენება და პოპულარიზაცია. დაგეგმიალია კიდევ 600 ძირის დარგვა. აქცია გაიმართა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით.