1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის

დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია Mosavali-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ექსტენციის სამსახურის უფროსი მირზა სუქნიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია Mosavali-ის პარტნიორობის დირექტორი ჰოლანდიიდან მარკ ვან ემბდენ-ი და კომუნიკაციების მენეჯერი საქართველოში, კოკა კალანდაძე. არასამთავრობო ორგანიზაცია Mosavali ინტერნეტ ბაზაა რომელიც მუშაობს  მარტივი, და გამოსადეგი ინფორმაციის მიწოდებაზე ფერმერებისთვის და მათ დახმარებაზე პრობლემების მოგვარებაში.  შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის დამყარება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და კომპანია Mosaval-ს შორის.