1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრსა“ და ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ა(ა)იპ - „აგროსერვის ცენტრსა“ და ა(ა)იპ - „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ბერიძემ და „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“ დირექტორმა ირაკლი არჩაიამ. მემორანდუმი გულისხმობს მხარეებისათვის ურთიერთსასარგებლო  სფეროებში, მათ შორის, რეგიონის აგროსექტორის ცალკეული დარგების (მეციტრუსეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, სანერგე მეურნეობა, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა და სხვა) შემდგომი განვითარების საქმიანობაში ხელშეწყობას. მემორანდუმი აგრეთვე მოიცავს გამოცდილების გაზიარებასა, ურთიერთსასარგებლო ინფორმაციების გაცვლას და თანამშრომლობას საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის სფეროებში. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ციტრუსოვანთა და ხეხილ-კენკროვანთა კოლექციებში ახალი ჯიშების შემოტანა-დანერგვის პროცესში ხელშეწყობა (ნერგების ურთიერთგაცვლა უსასყიდლოდ) და დაკვირვებათა ერთობლივი წარმოება.