1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები

მაღალმთიან აჭარაში ფერმერებს ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები გაუშენდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა გასული წლის ნოემბერში "ENPARD AJARA"- ს პროექტის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში ნივრის სადემონსტრაციო-საკვლევი ნაკვეთები გააშენა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლიანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის მთავრმა სპეციალისტმა ელენე მოთიაშვილმა და კომპანია "Best Garlic"-ის წარმომადგენელმა ვიქტორია კონონენკომ მ...ონიტორინგის მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთაში ომარ ნაკაიძის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოინახულეს. ფერმერმა 2500 კვ.მ მიწის ფართობზე 375 კგ ნიორი დარგო. ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები შუახევსა და ხულოში 6 ფერმერს გაუშენდა.

"ENPARD AJARA"-ს პროგრამის ფარგლებში აგროსერვის ცენტრმა მაღალმთიან რაიონებში სადემონსტრაციო ნაკვეთების სახით მაღალპროდუქტიული, უკრაინული ჯიშის ნიორი შემოიტანა. პროგრამის მთლიანი ღირებულება 15 800 ლარს შეადგენს. მისი მიზანი რაიონში ნივრის ახალი, მომგებიანი ჯიშის შეტანა და დანერგვაა. აგროსერვის ცენტრის მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული ნიორის ჯიში რეგიონისთვის ახალია, რის გამოც სადემონსტრაციო ნაკვეთების მფლობელი ფერმერები წინასწარ გადამზადდნენ მისი მოვლა- მოყვანისა და დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. მათი შერჩევა სპეციალური კომისიის მიერ სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ "აგროსერვის ცენტრი"