1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგრომეწარმეებს ტრენინგი უტარდებათ

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალში აგრომეწარმეებს, ასევე სურსათის უვნებლობის სამსახურის, აგროსერვის ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს სასწავლო სემინარი უტარდებათ. ტრენინგის მიზანი ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ აგრომეწარმეების ინფორმირებაა. როგორ უნდა აწარმოონ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რა მოთხოვნებია ამ კუთხით ხილისა და ბოსტნეულის სექტორისთ...ვის და როგორია წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა - 2 დღიანი ტრენინგის ფარგლებში მსმენელები ამ და სხვა საკითხებს გაეცნობიან. დღეს მოხსენება სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის ძირითად პრინციპებზე ნატოსა და ევროკავშირის საკითხებზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა გააკეთა. ირმა გაბინაშვილმა მომხმარებლის როლზე, სურსათის უვნებლობასა და სურსათის ხარისხს შორის განსხვავებაზე, მართვის სისტემის არქიტექტურასა და დიზაინზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა სურსათის უვნებლობის სტანდარტებზე. ტრენინგი ხვალ, შემაჯამებელი დისკუსიით დაიხურება. სემინარი აგროსერვის ცენტრის თანაორგანიზატორობით ტარდება.