1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის დირექტორი მაშავის ექსპერტებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ექსპერტებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. გოჩა ბერიძემ აჭარის ექსტენციის შესახებ წარმოადგინა პრეზენტაცია. დამსწრეებს გამოცილება გაუზიარა და აღნიშნულ დარგში ინოვაციების, ასევე ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მაშავის ექსპერტმა დევიდ სილვერმენმა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრას  სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს გაეცნენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ექსტენციის საკითხებთან დაკავშირებით სემინარები ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის სახელმწიფო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სოფლის მეურნეობის სექტორისა და თანამედროვე აგრო­ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.