1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბელარუსიის დელეგაციამ აგროსერვის ცენტრი მოინახულა

დღეს,  აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას ბელორუსიის დელეგაცია სტუმრობდა. სტუმრებმა ტკბილი წიწაკის სათბური, სანერგე მეურნეობა და ღვინის სახლი მოინახულეს. ისინი ასევე გაეცნენ აგროსერვის ცენტრის ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ფურის ხელოვნური განაყოფიერებისა და ხილის შრობის სერვისებს.  დელეგაციის შემადგენლობაში ბელარუსში მოქმედი კომპანიების ხელძღვანელები და მოგილევის მხარის წარმომადგენლები შედიოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი და მოადგილეები.