1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში კენკროვანი კულტურები გაშენდა

აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში ბელორუსიიდან შემოტანილი კენკროვანი კულტურების გაშენება დაიწყო. დღეს, ნერგების დარგვის პროცესში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძეც ჩაერთო. სულ, სანერგე მეურნეობაში 10 სახეობის, 46 ჯიშის 3500 ძირი კენკროვანი კულტურები გაშენდა, რომელიც აგროსერის ცენტრმა ბელორუსიის რესპუბლიკის მეხილეობის ინსტიტუტისგან შეიძინა. აკლიმატიზაციისა და ადაპტაციის შემდეგ იგეგმება მოცვის, ჯოლოს, მოცხარის, მაყვალისა და სხვა კენკროვნების ნერგები  გამრავლდება და ახლადგამოყვანილი ნერგები რეგიონში გავრცელდება. რეგიონში, კენკროვან კულტურებზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა აქამდე არ არსებობდა შესაბამისი ბაზა, სადაც მათი შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. სწორედ, ამ მიზნით გაშენდა აგროსერვის ცენტრში კენკროვანი კულტურები.