1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ევროპის მოედანს ციტრუსის ნერგები შეემატა

დღეს, აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობის ფორთხოლის ნერგებით ევროპის მოედანი დამშვენდა. 18 ესპანური, თურქული და იაპონური ჯიშის ფორთხოლისა და გრეიფუტის ნერგი მოედანზე მემედ აბაშიძის მხრიდან დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე,  ქალაქ ბათუმის მერი გია ერმაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე ავთანდილ ბერიძე და სხვა ოფიციალურმა პირები ღებულობდნენ. აქციაში ჩართული იყო სკოლა „მონპარნასის“ მოსწავლეებიც. მოედანზე ციტრუსის ნარგავები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის აკაკი ძნელაძის ინიციატივითა და აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით გაშენდა.   აქცია მრავალჯერადია და ქალაქის სხვადასხვა სკვერების გამწვანება სამომავლოდაც იგეგმება.