1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მაღალმთიან აჭარაში ფერმერებს ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები გაუშენდებათ

აგროსერვის ცენტრი  „ენპარდ აჭარა“-ს პროექტის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში ნივრის სადემონსტრაციო-საკვლევი ნაკვეთების გაშენებას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის ივნისში დასრულდება, ფერმერებს  მაღალმპროდუქტიული, უკრაინული ჯიშის ნიორი გაუშენდებათ. სულ ქედაში, შუახევსა და ხულოში 10 ჰექტრამდე ნივრის პლანტაციები გაშენდება. აგროსერვის ცენტრის მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული ნიორის ჯიში რეგიონისთვის ახალია, რის გამოც სადემონსტრაციო ნაკვეთების მფლობელი ფერმერები წინასწარ გადამზადდნენ მისი მოვლა-მოყვანისა და დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. აგროსერვის ცენტრის მოწვევით პროდუქტის მომწოდებელი კომპანიის უკრაინელმა სპეციალისტმა ფერმერებს ინფორმაცია  სადემონსტრაციო ნაკვეთისთვის  ნიადაგის დამუშავების, ნიორის დარგვის, სასუქების შეტანის, აგროტექნიკის, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებისა და  მოსავლის აღების შესახებ მიაწოდა. ტრენინგის მიზანი, ნიორის ახალ ჯიშთან დაკავშირებით ფერმერების განათლების დონის ამაღლებაა.