1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ისრაელიდან მოწვეულმა ექსპერტებმა აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარეს

12 ოქტომბერს, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში ისრაელიდან მოწვეულმა ექსპერტებმა აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარეს. გილად მარეკმა და რივკა ოფენბახმა სპეციალისტებს სათბურებში მარწყვისა და ტკბილი წიწაკის მოვლა-მოყვანის, ასევე დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. სპეციალური პრეზენტაციების შემდეგ ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი აგროსერვის ცენტრის მარწყვისა და ბულგარულის სათბურებში გაგრძელდა, სადაც ებრაელმა ექსპერტებმა აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს პრაქტიკული რჩევები მიაწოდეს.

ტრენინგის პროგრამის მიხედვით 13 ოქტომბერს ტრენინგს სამგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან ჩამოსული მონაწილეები, 14 ოქტომბერს კი აჭარაში მესათბურეობით დაკავებული ფერმერები და კოოპერატივების წევრები დაესწრებიან. ტრენინგი, რომელიც ისრაელის საელჩოს მიერ მაშავის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, მესათბურეობით დაკავებული ფერმერებისა და მეწარმეების განათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტრენინგს მაშავის პროგრამის დირექტორი გიორგი ჟღენტი ესწრება.