1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში რთველი ჩატარდა

დღეს, აგროსერვის ცენტრში ცოლიკოური, კლარჯულა, ციცქა და კრახუნა დაიკრიფა. რთველში მონაწილეობა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ქობულეთის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა აჭარაში, ასევე მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ასევე აგროსერვის ცენტრისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შეეგუა და ადაპტაცია გაიარა ვაზის როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოურმა ჯიშებმა. 2 წლის გაშენებულ სანერგეში 1,5 ტონა ყურძნის მოსავალი დაიკრიფა, რომელიც დაიწურება და ღვინო ახლად აშენებულ ღვინის სახლის ქვევრში განთავსდება. აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიშები. ამ ეტაპზე სანერგეში 32-მდე ვაზის ჯიშია განთავსებული.

რთველის მონაწილეებმა მშენებარე ღვინის სახლიც მოინახულეს, რომელიც რეგიონში აგრობიზნესისა და აგროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შენდება.  ღვინის სახლის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ამ ეტაპზე, გარე ფასადისა და შიდა ინტერიერის მოპირკეთება მიმდინარეობს. შენობის გახსნა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.