1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია აგროსერვის ცენტრის პროექტებს გაეცნო

სილეზიის სავოევოდოს დელეგაციამ აგროსერვის ცენტრში განხორციელებული პროექტები მოინახულა.  სტუმრებმა ქობულეთში აგროსერვის ცენტრი ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში გაშენებული 32 ჯიშის ვაზი და სხვადასხვა ჯიშის ხეხილი დაათვალიერეს და დააგემოვნეს. აგროსერვის ცენტრში სტუმრები ხილის საშრობ მინი საწარმოში ვაშლის შრობის პროცესსაც დაესწრნენ და ორგანიზაციაში გამშრალი ვაშლის ჩირი გასინჯეს. პოლონელმა სტუმრებმა აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლის სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულეს და აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძისგან ღვინის სახლის მიზნებსა და იქ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტი გრეგორ ვოლნიკი, სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალი და მმართველთა საბჭოს წევრი კაზიმირ კაროლჩაკი, რეგიონული პარლამენტის მრჩეველი მარტინა სტარკი-იაჟდჟიკი, მარშალის კაბინეტის დირექტორის მოადგილე დარია კოსმალა, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგნელი კარინა ივანი და ქ. პეკარის მერი სლავა უმინსკა-დურაი.

დელეგაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ნაყეური და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ აბულაძე უწევდნენ მეგზურობას.