1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში ტკბილი წიწაკის სათბური ამოქმედდა

აგროსერვის ცენტრში ბულგარულის სადემონსტრაციო სათბური ამოქმედდა. სათბურში 6 სხვადახვა ჯიშის ტკბილი წიწაკაა გაშენებული. ჰოლანდიური ჯიშის წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკები ფერმერებისთვის ბულგარულის ახალი ჯიშების შესათავაზებლად და საჩვენებლადაა განთავსებული. ბულგარულის სადემონსტრაციო სათბურში განთავსებული ჯიშების სამანდერი, კლაუდიო, კაპი, ცენტური, სნოუვაითი, კურსა და სუნდერი ერთი ნერგი საშუალოდ 3-4 კგ-მდე ნაყოფს იძლევა. ეს ჯიშები უხვმსხმოიარობით გამოირჩევა და თითოეული მათგანი ნაყოფს წლის განმავლობაში უწყვეტად იძლევა.

აგროსერვის ცენტრში ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ბულგარული რეგიონში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ითვლება. სამწუხაროდ, ის რეგიონში მცირე რაოდენობით იწარმოება  და ძირითადათ იმპორტირებულია. აგროსერვის ცენტრის მიზანი კი ფერმერებისთვის ბულგარული წიწაკის სარგებლის ჩვენება და მისი ფერმერულ მეურნეობებში წარმოების დანერგვის ხელშეწყობაა.

„დღეისთვის რეგიონში იწარმოება ბულგარულის მხოლოდ 1-2 ჯიში და ისიც მცირე რაოდენობით. ბაზარს ჩვენთან წარმოებული ბულგარულით ვერ ვაკმაყოფილებთ და ძირითადათ შემოდის იმპორტირებული ტკბილი წიწაკა. ბულგარულის წარმოებას რეგიონში დიდი პერპექტივა აქვს და ჩვენს მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებულ ჯიშები ბაზარზე მოთხოვნადი ჯიშებია. ჩვენი მიზანია ფერმერებსა და მეწარმეებს გავაცნოთ ეს ჯიშები, რათა ეტაპობრივად მოხდეს მისი დანერგვა რეგიონში,“ განაცხადა აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძემ.