1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ციტრუსის მოსავლის პროგნოზირების მეთოდებზე მუშაობა დაიწყო

აგროსერვის ცენტრის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში მოსავლის პროგნოზირებისა  და ციტრუსის მოვლა-მოყვანის მეთოდებს ამერიკელი ექსპერტები გაეცნენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის სამსახურის უფროსი ანალიტიკოსი მაიკლ შტაინერი და ციტრუსის ექსპერტი სარა ჰოფმანი ციტრუსის მოსავლის პროგნოზირების მეთოდების საპილოტე პროგრამაზე მუშაობენ, რომელიც  აჭარაში 2016 წლიდან ამოქმედდება. აგროსერვის ცენტრში ვიზიტის შემდეგ ექსპერტებს დაგეგმილი აქვთ გასვლითი შეხვედრები მეციტრუსე ფერმერებთან ხელვაჩაურსა და ქობულეთში. პროგრამის გაწერისას იგეგმება ციტრუსის მოსავლის პროგნოზირების ისეთი  მეთოდების შემუშავება, რომელიც ადაპტირებული იქნება რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან. პროგრამა USDA - საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ინიციატივით ხორციელდება. ექსპერტების ვიზიტი რეგიონში ამერიკის საელჩოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს მიერაა ორგანიზებული.

„ ციტრუსის მოსავლის წინასწარ განსაზღვრა აუცილებელია ციტრუსის სეზონის დასაგეგმად. როცა წინასწარ იცი რა რაოდენობის მოსავალს ელოდები, მარტივია მოლაპარაკებების წარმოება როგორც ექსპორტიორ, ასევე ადგილზე ციტრუსის მწარმოებელ კომპანიებთანაც. ამ დროს შესაძლებელია ზუსტი გათვლების გაკეთება, როგორც ციტრუსის რეალიზაციასთან, ასევე მოსავლის აღებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით,“ განაცხადა აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.