1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში რთველი იწყება

მალე, აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში რთველი დაიწყება. სანერგე მეურნეობაში უკვე დამწიფდა ვაზის ისეთი საღვინე ჯიშები როგორებიცაა ცოლიკაური, ციცქა, კლარჯული და ოჯალეში. სასუფრე ჯიშის ყურძნის უმეტესი ნაწილი უკვე დაკრეფილია, თუმცა დარჩენილია ამერიკული ჯიშის სასფურე ყურძენი "კრიმსონ სიდლესი", რომელიც საქიშმიშედ გამოიყენება. მნიშვნელოვანია, რომ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შეეგუა და ადაპტირდა ვაზის როგორ ადგილობრივი, ასევე უცხოური და შემოტანილი ჯიშები. სულ, სანერგეში სასუფრე- საღვინე ყურძნის 32 ჯიშია განთავსებული. სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიშები.