1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნო

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებეს გაეცნო. ქობულეთში, აგროსერვის ცენტრის ოფისში სტუმრობისას ელჩმა ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა, სადაც 33-მდე სხვადასახვა ჯიშის ვაზი და ხეხილია გაშენებული. ელჩი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ხილის საშრობი მინი საწარმოს ფუნქციონირებასაც გაეცნო, სადაც ფერმერებს თვითღირებულების ფასად უმზადდებათ სხვადახვა ხილის ჩირი. სტუმრებმა მარწყვისა და ბულგარულის სასათბურე მეურნეობები, ასევე ახლადმშენებარე ღვინის სახლში მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულეს. ალექსანდრა ჰოლ ჰოლი  რეგიონს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების ორგანიზებით სტუმრობდა.