1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ნიკოლაევის ოქლის დელეგაცია აგროსერვის ცენტრს ესტუმრა

დღეს, რეგიონში სტუმრად მყოფი ნიკოლაევის ოლქის დელეგაციის წევრები აგროსერვის ცენტრს ესტუმრნენ.  ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ორგანიზიაციაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. მათ აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, მარწყვისა და ბულგარულის სათბურები და მშენებარე ღვინის სახლი დაათვალიერეს. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ქობულეთის გამგებელი ესწრებოდნენ.

დელეგაციის წევრები, რომელთა შემადგენლობაშიც ნიკოლაევის ოლქის (უკრაინა) სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და დეპუტატები შედიან რეგიონს მეორე დღეა სტუმრობენ. 17 სექტემბერს, ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ.  ვიზიტისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის გაფორმდა მემორენადუმი, რომელიც რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.